ავტორი:

"შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და..." - ლივერპულის კოლუმბიელი ფეხბურთელის მშობლები გაიტაცეს - რა მოხდა კოლუმბიაში და რას აცხადებენ სამართალდამცველები: კრიმინალური ამბის დეტალები

"შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და..." - ლივერპულის კოლუმბიელი ფეხბურთელის მშობლები გაიტაცეს - რა მოხდა კოლუმბიაში და რას აცხადებენ სამართალდამცველები: კრიმინალური ამბის დეტალები

ფეხბურთის კოლუმბიელი ვარსკვლავის, 26 წლის ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს. შემთხვევა კოლუმბიაში, ქალაქ გუახირაში, გასულ შაბათს მოხდა. ამ დროისთვის გათავისუფლებულია ფეხბურთელის დედა, თუმცა მამის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

  • მედიის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში პოლიციის გარდა, ჩართულია ჯარიც. ფეხბურთელის დედა, სილენის მარულანდა, გატაცებიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდა, თუმცა გათავისუფლების შესახებ დეტალები არ გასაჯაროებულა - უცნობია, ქალი გამტაცებლებმა გამოუშვეს, თუ სამართალდამცველებმა შეძლეს მისი დახსნა.

ფეხბურთელის მამის, ლუის მანუელ დიასის ძებნის სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

  • როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი ქალაქ გუახირაში ბენზინგასამართ სადგურთან იყვნენ გაჩერებულები, როდესაც ისინი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

კოლუმბიის ხელისუფლებამ დააწესა ჯილდო ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარებათ გატაცებულის პოვნაში. ჯილდოდ 200 მილიონი პესოა დაწესებული, რაც დაახლოებით, 48 000 დოლარია. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა, თავდამსხმელებმა დიასის მამის ვენესუალაში გადაყვანა მოახერხეს.

ფეხბურთელი მშობლებთან ერთად

  • კოლუმბიის შს მინისტრის, ლუის ფერნანდო ველასკოს განცხადებით, ესაუბრნენ ვენესუელელ კოლეგებს და ვენესუელაშიც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მისი თქმით, სამართალდამცველები უპრეცენდენტო მასშტაბის ოპერაციას ატარებენ.

ლუის დიასი, რომელიც ინგლისური კლუბის, "ლივერპულის" ფეხბურთელია, წელიწადში 3 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს და გატაცების სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, გამოძალვის მცდელობა იყოს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გამტაცებლები ჯერ არავის დაკავშირებიან და მათი მოთხოვნები უცნობია.

"ვვარაუდობ რომ ეს არის გატაცება გამოძალვის მიზნით. ლუის დიასი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც მისი მშობლები არიან დაკავშირებულნი პოლიტიკასთან. ამ ფაქტს ვერაფრით დავუკავშირებთ პოლიტიკას“, - ამბობს კოლუმბიაში არსებული რისკების საკონსულტანციო კომპანიის ხელმძღვანელი, სერხიო გუსმანი.

ფეხბურთი კოლუმბიაში ყველაზე პოპულარული სპორტია. დიასი კოლუმბიელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენია. 2021 წელს ის ბრწყინავდა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში და კოპა ამერიკაზე საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

"ლივერპულს" გასულ წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში, 9 თამაშში, ორი გოლი გაიტანა. გასულ კვირას "ლივერპული" პრემიერ ლიგაში "ნოტინგჰემ ფორესტს" ეთამაშებოდა, ლუის დიასი კი არ იყო ძირითად შემადგენლობაში მის ოჯახში არსებული სიტუაციის გამო.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე