ავტორი:

ყირიმში, აუქციონზე გაიყიდა ოლენა ზელენსკას აპარტამენტი - ვინ არის მისი ახალი მფლობელი

ყირიმში, აუქციონზე გაიყიდა ოლენა ზელენსკას აპარტამენტი - ვინ არის მისი ახალი მფლობელი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას აპარტამენტი ონლაინ აუქციონზე გაიყიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბინა 44,3 მილიონ რუბლად გაიყიდა. ის მოსკოველმა ოლგა ლიპოვეცკაიამ იყიდა. ცნობილია, რომ ოლგა მეწარმეა და რამდენიმე შპს-ს ფლობს.

ცნობისთვის, ყირიმის ე.წ. ხელისუფლებამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის საკუთრებაში არსებულ ქონებას, უქციონზე გაიტანდნენ გასაყიდად.

მათივე განცხადებით, აუქციონის შედეგად მიღებული ფული მოხმარდება რუსული არმიის დაფინანსებას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი თამარა ტაშევა აცხადებს, რომ უკრაინა არ აპირებს აღიაროს ქმედებები, რომელებიც არღვევს ადამიანის ან სახელმწიფოს უფლებებს.