ავტორი:

"ნამდვილად ემუქრებიან... ვფიქრობ, ამას გარისკავს" - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი

"ნამდვილად ემუქრებიან... ვფიქრობ, ამას გარისკავს" - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი

"სალომე ზურაბიშვილი მშიშარა ადამიანი არ არის - ნამდვილად ემუქრებიან [ციხით] და ფიქრობენ, რომ უკან დაიხევს. მისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, მზად არის წავიდეს, სადაც საჭიროა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

  • მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტისთვის მთავარია საქართველოს მომავალი.

"გინახავთ, რომ ხელი უკანკალებდა? - მე არ მინახავს ცხოვრებაში. ვიცი, რომ საერთოდ მშიშარა ადამიანი არ არის. როდესაც საქართველოს მომავალზეა საუბარი, ამაზე ორი აზრი არ იქნება.

ნამდვილად ემუქრებიან ციხით და ფიქრობენ, რომ უკან დაიხევს. მე მჯერა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მისთვის არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს, მზად არის წავიდეს, სადაც საჭიროა. თუ ციხეში აღმოჩნდა, ვფიქრობ, ამას გარისკავს“, - აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა 2024 წლის არჩევნებს მისი პოლიტიკური გეგმები. როგორც ოთარ ზურაბიშვილი განმარტავს, მისი საქმიანობა არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის.