ავტორი:

"თუ ჩვენთან ერთი ადამიანიც კი გამოვა არეულობისთვის, განახორციელეთ სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, მეოთხე კი - შუბლში" - რამზან კადიროვი

"თუ ჩვენთან ერთი ადამიანიც კი გამოვა არეულობისთვის, განახორციელეთ სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, მეოთხე კი - შუბლში" - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უსაფრთხოების ძალებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააკავონ არეულობის წამქეზებელი პირები და თუ პირი სამ გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირებას არ მოახდენს, მეოთხე ტყვია შუბლში ესროლონ.

"თუ ჩვენთან ერთი ადამიანიც კი გამოვა არასანქცირებული არეულობისთვის, დააკავეთ და ჩასვით ციხეში, ან განახორციელეთ სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში და ამის შემდეგ, თუ ადამიანი კანონს არ დაემორჩილება, განახორციელეთ მეოთხე გასროლა შუბლში. მეტჯერ აღარ გამოვლენ, ეს ჩემი ბრძანებაა", - განუცხადა კადიროვმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს.

ცნობისათვის, კადიროვმა ეს განკარგულება დაღესტანში ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე გასცა. მაჰაჩყალას აეროპორტში კვირას მომიტინგეები შეიჭრნენ, როცა იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. არეულობის მონაწილეები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ და ამ მიზნით, ტერიტორიიდან გასულ ავტომობილებსაც კი ამოწმებდნენ. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მომხდართა დაკავშირებით, სამართალდამცავებმა, 60 პირი დააკავეს.