ავტორი:

"ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!" - თინა ხიდაშელი "კვარაზე"

"ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!" - თინა ხიდაშელი "კვარაზე"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე პოსტს აქვეყნებს.

"გუშინ ეკრანთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, არადა, უნდა დამეწერა - ჩვენი ყველას სჯობდა!#კვარა

აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!

ჰოდა თქვენ თქვენს საკეთებელს უკეთ რომ გააკეთებთ და საკუთარ ოსკარებზეც დადგებით, მერე ისროლეთ ქვა", - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერი პარიზში, ფეხბურთის სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია გაიმართა და გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდა.

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესოთა შორის დასახელდა. "კვარამ" ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი.

ღონისძიებაზე, წითელ ხალიჩაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან მივიდა. წყვილი ემოციებით სავსე ჩანდა, რაც ბუნებრივია. ხვიჩამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ "ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა".

იხილეთ ასევე: