ავტორი:

"როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად როგორ სხედხართ?" - ნიკა მელია

"როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად როგორ სხედხართ?" - ნიკა მელია

"როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად, როგორ ან რა მიზნით სხედხართ?" - ასე მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ნიკა მელია აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქში“ წერს.

"მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა "ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან;

როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ?

ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?!

12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა.

პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი "ოცნების“ ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში“, - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "გირჩის“ წევრმ იაგო ხვიჩიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური და მიმართა ხვიჩიას: "გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი“. ალუდა ღუდუშაურს სიტყვით გამოსვლისას ანა წითლიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა - "დებილი ხარ“, რაზეც ღუდუშაურმა უპასუხა: "შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”.

"იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი "ევასებოდა“ და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.