ავტორი:

"როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია... აუცილებლად აისახება ანგარიშში" - სახალხო დამცველი

"როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია... აუცილებლად აისახება ანგარიშში" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში, ქალი დეპუტატების მიმართ, უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება.

"ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს." - წერს ლევან იოსელიანი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას "უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

ასევე იხილეთ: