ავტორი:

"მაიკლი და ამელია კარადაში რამდენიმე საათი იმალებოდნენ, მას შემდეგ, რაც მათი მშობლები ტერორისტებმა მოკლეს" - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

"მაიკლი და ამელია კარადაში რამდენიმე საათი იმალებოდნენ, მას შემდეგ, რაც მათი მშობლები ტერორისტებმა მოკლეს" - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ისრაელის მე-13 არხის ახალი ამბების წამყვანი ალმოგ ბოკერი სოციალურ ქსელ ტვიტერში აქვეყნებს კარადის ფოტოს, სადაც მისი თქმით, ბავშვები მაიკლი და ამელია იმალებოდნენ. ისინი გარდაცვლილი ფოტოგრაფის როი იდანის შვილები არიან. ბავშვები 14 საათის განმავლობაში იმალებოდნენ "ჰამასის" თავდასხმის დროს კარადაში, სანამ ისრაელის თავდაცვის ძალები ადგილზე დასახმარებლად მოვიდოდნენ.

"მთელმა მსოფლიომ ნახოს" - წერს ბოკერი.

"ეს არის კარადა, სადაც მაიკლი და ამელია 14 საათის განმავლობაში იმალებოდნენ, 6 და 8 წლის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მას შემდეგ, რაც მათი მშობლები როი და სმადარი მოკლეს. აბიგაილი, მათი 3 წლის პატარა და, კი ჰამასის ტყვეობაშია."

ჟურნალისტი წერს, რომ "კარადასთან არსებული სისხლის ლაქები ბავშვების დედას ეკუთვნის, რომელიც ტერორისტებმა მათ თვალწინ მოკლეს". გარდაცვლილი როის ოჯახმა ჟურნალისტს სთხოვა ფოტო გამოექვეყნებინათ, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს ის ჰოლოკოსტი, რომელიც მათ გამოიარეს.

ბავშვები იაჰალომის ქვედანაყოფის, IDF-ის სპეციალური ოპერაციების საბრძოლო საინჟინრო განყოფილების ჯარისკაცებმა გადაარჩინეს.