ავტორი:

შოუ ომისგან განადგურებულ ღაზაში: რა ხდებოდა ცხელ წერტილში მას შემდეგ, რაც თავშესაფრიდან მოცეკვავეთა ჯგუფი გამოვიდა - "ჩვენ მათ იმედს ვაძლევთ"

შოუ ომისგან განადგურებულ ღაზაში: რა ხდებოდა ცხელ წერტილში მას შემდეგ, რაც თავშესაფრიდან მოცეკვავეთა ჯგუფი გამოვიდა - "ჩვენ მათ იმედს ვაძლევთ"

Camp Breakerz-ის მოცეკვავეთა ჯგუფი ღაზის სექტორში დევნილი ბავშვების გართობაზე ზრუნავს. ჯგუფმა პერფორმანსი ღაზაში, გაეროს სკოლის სათამაშო მოედანზე გამართა. აღფრთოვანებული აუდიტორია ასობით პალესტინელი ბავშვისგან შედგება.

"ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს ცოტა ხნით მაინც დავავიწყებთ გარშემო არსებულ მძიმე ვითარებას. მიხარია, როცა მათ სახეზე ღიმილს ვხედავ“, - ამბობს აჰმედ ალგარიზი, Camp Breakerz-ის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ Camp Breakerz-ის არცერთი წევრი არ ცხოვრობს ღაზაში. ისინი იქ შოუს მოსამზადებლად ჩავიდნენ, რომელიც 7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ომის დაწყებამ ყველაფერი შეცვალა - ახლა ღაზის სექტორის დატოვება არ შეუძლიათ.

ჯგუფმა ომის პირველი ხუთი დღე თავშესაფარში გაატარა, საბოლოოდ, კი ცეკვის სემინარების ჩატარება დაიწყო.

"როდესაც ჩემს ირგვლივ ამ რაოდენობის ბავშვებს ვხედავ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - ამბობს ალგარიზი - ”ბავშვების სიხარულის დანახვა სიამოვნებაა - ჩვენ მათ იმედს და ბედნიერებას ვაძლევთ.“

მისივე თქმით, ცეკვა ბავშვებს სტრესის მოხსნაში ეხმარება: "ცეკვის დროს თავს ისევ ცოცხლად ვგრძნობთ. ის გვაძლევს ენერგიას და სტაბილურობას.“

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს მინიმუმ 8 306 ადამიანი ემსხვერპლა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 3 457 არასრულწლოვანი, 2 136 ქალი და 480 ხანდაზმულია. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საავადმყოფოებს, ელექტროენერგიის და მარაგის დეფიციტის გამო, ფუნქციონირება უჭირთ...წყარო

ნახეთ ასევე: