ავტორი:

ამერიკელი მეცნიერების თქმით, მათ სფინქსის აგების საიდუმლოს მიაგნეს

ამერიკელი მეცნიერების თქმით, მათ სფინქსის აგების საიდუმლოს მიაგნეს

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მათ სფინქსის პირამიდის მშენებლობის საიდუმლოს მიაგნეს. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ უშველებელი ნაგებობის სახე ქვის ოსტატებმა გამოაქანდაკეს, მაგრამ 1980 წელს ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ სფინქსის კონტურების ფორმირება უდაბნოს ქარების დამსახურებაა. ნიუ იორკის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ სწორედ ეს თეორია გამოსცადა.

მეცნიერებმა ლომს მიმსგავსებული მინიატურული ქანდაკებები შექმნეს და სითხის დინამიკის გამოყენებით ცდები ჩაატარეს. კვლევის მეთაურმა, პროფესორმა ლეიფ რისტროფმა განაცხადა:

"ჩვენი აღმოჩენები სფინქსის და მისი მსგავსი წარმონაქმნების ეროზიისგან შექმნის თეორიას გვთავაზობს. ლაბორატორიის ექსპერიმენტებმა გვიჩვენა, რომ მასალების ეროზიის შედეგად სფინქსისებური ფორმების მიღება სავსებით შესაძლებელია."

მეცნიერთა გუნდმა გეოლოგი ფარუქ ელ-ბაზის 1981 წელს წამოყენებული თეორია გამოსცადა. გეოლოგმა ივარაუდა, რომ სფინქსის თავი, თავდაპირველად, ბრტყელი ფორმის იყო და მისი ეროზია ქარმა გამოიწვია. ნასა-ს ყოფილი მეცნიერის ვარაუდით კი, პირამიდების მშენებლები ამ ბუნებრივი პროცესების შესახებ საქმის კურსში იყვნენ და წვეტიანი ქვის კონსტრუქციები ამის გათვალისწინებით ააგეს.

"გიზის პირამიდები დღემდე არაჩვეულებრივ ჰარმონიაში არიან ქარიან გარემოსთან", - განაცხადა ფარუქ ელ ბაზმა 2011 წელს.

"ეგვიპტელებს თავიანთი პირამიდები კუბის ან მართკუთხა ფორმის რომ აეგოთ, მათ ქარით გამოწვეული ეროზია დიდი ხნის წინ გააქრობდა", - დასძინა მეცნიერმა.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა მინიატურული პირამიდების ფორმების დასაფიქსირებლად, რბილ თიხასთან ერთად უფრო მყარი, ნაკლებ ეროზიული მასალებიც გამოიყენა.

  • მკვლევართა დასკვნით, სფინქსის თავი, თათები და ზურგი შედარებით გამძლე, მყარი მასალით უნდა იყოს აგებული.

სფინქსის მკერდი იტალიელი არქეოლოგის, ჯოვანი ბატისტა კავილიას გუნდმა 1817 წელს აღმოაჩინა, მანამდე მონუმენტი უდაბნოს ქვიშაში იყო დამალული. პირამიდის მთლიანი გამოსახულება კი 1887 წელს დასრულებული გათხრების შემდეგ გამოჩნდა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა