ავტორი:

500-მდე უცხოელს ღაზის დატოვების შესაძლებლობა აქვს, წასვლა გაცილებით მეტს სურს - რა ხდება ამ დროისთვის ეგვიპტის საზღვართან? (ფოტოები)

500-მდე უცხოელს ღაზის დატოვების შესაძლებლობა აქვს, წასვლა გაცილებით მეტს სურს -  რა ხდება ამ დროისთვის ეგვიპტის საზღვართან? (ფოტოები)

88 დაშავებული და 500-მდე უცხოელი დღეს ღაზის დატოვებას შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ღაზის დატოვების მსურველი კი გაცილებით მეტია.

  • BBC-ის ცნობით, ამ წუთებში რაფაჰის გადასასვლელთან ასობით ადამიანია შეკრებილი და ელოდება იმას, თუ როდის მისცემთ მათ ეგვიპტე უფლებას, რომ საზღვარი გადაკვეთონ.

დაშავებულები საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში:

მოლოდინი საზღვართან:

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტე საველე ჰოსპიტალს საზღვრიდან 10 კილომეტრში აშენებს. ნაწილი უკვე აშენებულია. ფოტოებზე სწორედ სავალე ჰოსპიტალს ხედავთ.

შეგახსენებთ, დღეს, ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც დაშავებულებსა და უცხოური პასპორტის მფლობელებს ღაზას დატოვების უფლება მიეცათ.