ავტორი:

"ავერსის" კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა

"ავერსის" კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა

"ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც სააგენტოს "ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა.

მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

"ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.