ავტორი:

"მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს - სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს" - ბორელი

"მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს - სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს" - ბორელი

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.

ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა" - წერს ბორელი.