ავტორი:

"მამაჩემის პანაშვიდებზე არ ვყოფილვარ, მისმა მეუღლემ არ მოინდომა ჩემი მისვლა... ამ ქალს ვიცნობდი" - დათო დარჩია ბიოლოგიურ მამაზე, რომელიც ასევე მსახიობი იყო

"მამაჩემის პანაშვიდებზე არ ვყოფილვარ, მისმა მეუღლემ არ მოინდომა ჩემი მისვლა... ამ ქალს ვიცნობდი" - დათო დარჩია ბიოლოგიურ მამაზე, რომელიც ასევე მსახიობი იყო

მსახიობმა დათო დარჩიამ გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები“ მამაზე ისაუბრა. მისი თქმით, კაცი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამ დროისთვის კი მას სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა და მესამე მეუღლემ დათო პანაშვიდებზე არ მიუშვა...

დათო დარჩია:

- მამა (ვაჟა დარჩია) ნანახი არ მყავს, მაგრამ ფოტოებზე რომ ვუყურებ და თვალებში ვაკვირდები, არ უნდა ყოფილიყო ცუდი არტისტი, მაგრამ რატომ დაანება მსახიობობას თავი არ ვიცი. მე რომ პატარა ვიყავი მამა უკვე კულტურის სახლის დირექტორი იყო. 7-8 წლის ვიყავი მშობლები რომ ერთმანეთს დაშორდნენ, მამას ვნახულობდი, მაგრამ ხშირად არა. ხან ვბრაზდებოდი ხოლმე, მაგრამ ამას არ ვეუბნებოდი.

შემდეგ მამას მესამე ცოლი ჰყავდა, შვილიც შეეძინა, ბოლოსკენ უფრო დავშორდით, იშვიათად ვნახულობდი. მეორე მამა იყო ჩემი გურამ ფირცხალავა, რომელიც ისე იქცეოდა და ისეთი ტიპაჟი იყო, გაწონებდა თავს და გაყვარებდა. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს ცხოვრებაში.

მამაჩემი 52 წლის იყო რომ დაიღუპა, სანამ ავად იყო საავადმყოფოში ვნახე, არ წარმომედგინა, ვერ ვგრძნობდი, რომ უნდა გარდაცვლილიყო. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, რომ დამირეკეს, გარდაიცვალაო. პანაშვიდებზე არ ვყოფილვარ, მისმა მეუღლემ არ მოინდომა ჩემი მისვლა.

ამ ქალს ვიცნობდი, სანამ მეუღლე გახდებოდა მაშინაც ვიცნობდი, ბოლო წლებში მამა წყნეთში ტურბაზის დირექტორი იყო და მაგ ამბავს შეეწირა ნერვიულობას. ძალიან გავბრაზდი ასე რომ მოხდა, მერე ბუკნარში გადაასვენეს და იქ მივედი. მერე ამ გაბრაზებამაც გადამიარა ამ ქალზე. უყვარდა ამ კაცს და შვილი ჰყავდა. ჩემი და არის, რაზეა საუბარი. მერე საზღვარგარეთ წავიდნენ. მამას პირველი მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა, იმ ქორწინებიდან კიდევ ერთი უფროსი და მყავს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს წლებია და მოქალაქეა.

წაიკითხეთ ასევე: