ავტორი:

"ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას პოლიტიკური მოლაპარაკებებით შევეცდებით" - რა გეგმა აქვს არესტოვიჩს, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

"ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას პოლიტიკური მოლაპარაკებებით შევეცდებით" - რა გეგმა აქვს არესტოვიჩს, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა შტატგარეშე მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას interfax.com.ua ავრცელებს.

  • არესტოვიჩმა ტელეგრამზე საკუთარი ხედვაც წარადგინა, რომელიც საპრეზიდენტო პროგრამაცაა.

"შეთავაზება კოლექტიურ დასავლეთს - ჩვენ მზად ვართ კისინჯერის ვარიანტისთვის - ვითხოვთ ნატოში შესვლას და ვალდებულებას ვიღებთ, რომ ნატოში შესვლის მომენტში, რა ტერიტორიებიც ექნება რუსეთს ოკუპირებული, მათ დაბრუნებას მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებებით შევეცდებით“.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე არესტოვიჩი ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საუბრობდა. დღეს კი საკუთარი 14 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. რაც შეეხება უშუალოდ ფრონტს, ალექსეი სტრატეგიულ თავდაცვაში გადასვლას აპირებს. ეკონომიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროში კი საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას გეგმავს.

ცნობისთვის, არესტოვიჩმა პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა.

14 იანვარს მან მარკ ფეიგინთან საუბარში განაცხადა, რომ იმავე დღეს დნეპრში საცხოვრებელ მრავალსარტულიან სახლს არა უშუალოდ რუსული რაკეტა მოხვდა, არამედ უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგომ გაანადგურა რუსული რაკეტა და შემდეგ საცხოვრებელს დაეცა. არესტოვიჩის ეს კომენტარი რუსულმა პროპაგანდამაც აიტაცა და დანაშაულის „ჩამორეცვა“ სცადეს. პოლიტიკოსზე კი უზარმაზარი კრიტიკა წამოვიდა. 17 იანვარს არესტოვიჩმა თანამდებობიდან განთავისუფლების განცხადება დაწერა.

"მინდა მოქცევის ცივილიზებული მაგალითი ვაჩვენო: პრიცნიპული შეცდომის დაშვებია - ნიშნავს გადადგომას" - ახსნა ალექსეიმ თავისი საქციელი.

ავტორი: ანრი კურტანიძე