ავტორი:

"ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილისთვის, რომ მისი ღვინო დღეს კიევშია" - ლიზა იასკო სააკაშვილის ძმასთან და მეგობრებთან ერთად: რას წერს უკრაინელი დეპუტატი?

"ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილისთვის, რომ მისი ღვინო დღეს კიევშია" - ლიზა იასკო სააკაშვილის ძმასთან და მეგობრებთან ერთად: რას წერს უკრაინელი დეპუტატი?

უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ძმასთან და მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სააკაშვილის ღვინის მოსავალს “SaakashviliWinery” რამდენიმე დღის მანძილზე კიევში წარადგენს. იასკოს პოსტიდან ირკვევა, რომ საფერავის, მუსკატის შეძენა მსურველებს შეუძლიათ დღეს და ხვალ ბროვარსკის გამზირზე.

ლიზა იასკო:

- სააკაშვილის ახალი ღვინო კიევში დღეს და შემდეგ დღეებში. მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი და ვანო აფციაური წარმოადგენენ მიხაილ სააკაშვილის ღვინოს დღეს კიევში! ახალი მოსავალი! საფერავი, მუსკატი! შეგიძლიათ შეიძინოთ დღეს, ხვალ და ზეგ 10:00-დან 18:00 საათამდე ბროვარსკის გამზირი - 15-ში, ან შეუკვეთოთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილისთვის, რომ მისი ღვინო დღეს კიევშია“. – წერს ლიზა იასკო „ინსტაგრამზე“.