ავტორი:

ბაიდენი ისრაელი -"ჰამასს" შორის კონფლიქტში პაუზის მოწოდებით გამოდის - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელზეც თეთრ სახლს განმარტების გაკეთება მოუწია

ბაიდენი ისრაელი -"ჰამასს" შორის კონფლიქტში პაუზის მოწოდებით გამოდის - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელზეც თეთრ სახლს განმარტების გაკეთება მოუწია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტში პაუზის მოწოდებით გამოდის, რათა მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობა გაჩნდეს.

"ვფიქრობ, გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, ტყვეების გასაყვანად დროის მიცემას," - აღნიშნა ბაიდენმა.

  • მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და "ჰამასის" მიერ დაკავებულ 240 მძევალს.

სამშაბათს, კონგრესის მსვლელობისას, ბაიდენის ორ მთავარ მრჩეველს რამდენჯერმე ჩაეჭრნენ საუბარში მომიტინგეები, რომლებიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ოთხშაბათს ერთ-ერთი მომიტინგე უსაფრთხოების სამსახურის თანხლებით გაიყვანეს შენობიდან. ბაიდენი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გარშემო არსებული ემოციები მისთვის გასაგებია.

"ეს წარმოუდგენლად რთულია ისრაელისთვის. ეს წარმოუდგენლად რთულია მუსლიმური სამყაროსთვისაც... მე მხარს ვუჭერდი ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის მოგვარებას, საქმე ის არის, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა“ - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მინიმუმ 8,796 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 3,648 ბავშვია.