ავტორი:

ნიგერიაში "ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა - AFP

ნიგერიაში "ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა - AFP

ნიგერიაში "ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, "ბოკო ჰარამის“ ექსტრემისტებმა ორი სხვადასხვა თავდასხმა განახორციელეს და სულ მცირე 37 ადამიანი მოკლეს. "ბოკო ჰარამის“ სამიზნეს იობეს შტატის გეიდამის რაიონი წარმოადგენდა.

მოწმეების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მოგვიანებით 20 ადგილობრივი, რომელიც მათ დაკრძალვაზე მიდიოდა, ნაღმზე აფეთქდა.

ცნობისთვის, "ბოკო ჰარამის“ ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში აჯანყება 2009 წელს დაიწყო, რათა რეგიონში შარიათის კანონის რადიკალური ინტერპრეტაცია დააწესოს. მათი შეტევების შედეგად სულ მცირე 35,000 ადამიანია დაღუპული და 2 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება.