ავტორი:

კლინიკიდან გაქცეული ორი პატიმარიც დაკავებულია - მათ წილკანში მიაგნეს: რა დეტალები ხდება ცნობილი?

კლინიკიდან გაქცეული ორი პატიმარიც დაკავებულია - მათ წილკანში მიაგნეს: რა დეტალები ხდება ცნობილი?

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი უკვე დაკავებულია. ერთი ცოტა ხნის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და ის კლინიკიდან გაქცევის შემდეგ სახლში მივიდა.

  • ასევე AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა ორი გაქცეულის დაკავების შესახებაც. მათ კვალს კი სამართალდამცველებმა წილკანში მიაგნეს და ამ ეტაპზე სამივე დაკავებულია.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გაქცეული პატიმრების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

"სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს“, -წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

გუშინვე კლინიკასთან იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ის მოუწოდებდა პატიმრებს, რომ გონს მოგებულიყვნენ და ჩაბარებოდნენ. მან ასევე პირობა დადო, რომ ყველას, ვინც გაქცევის საქმესთან შემხებლობაში იქნება, მკაცრად მოეთხოვება პასუხი.

წაიკითხეთ ასევე: