ავტორი:

"სიტუაცია ჩიხში შევიდა, დანაკარგების გამო რუსეთის შეჩერების იმედი ჩემი შეცდომა იყო" - ვალერი ზალუჟნი

"სიტუაცია ჩიხში შევიდა, დანაკარგების გამო რუსეთის შეჩერების იმედი ჩემი შეცდომა იყო" - ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, იმის იმედი, რომ რუსეთს საკუთარი ჯარისკაცების სისხლის დაღვრა შეაჩერებდა, შეცდომა იყო.

"ეს იყო ჩემი შეცდომა. რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 150 000 ადამიანი. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი ომს შეაჩერებდა“, - აღნიშნა ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-თან საუბარში.

მისი თქმით, რუსეთთან ომში ვითარება ჩიხში შევიდა.

"ისევე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, ჩვენ მივაღწიეთ ტექნოლოგიის იმ დონეს, რომელსაც ჩიხში შევყავართ. დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ და დასძინა, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად მასიური ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო.