ავტორი:

უკვე ოფიციალურად: რუსეთი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის - პუტინმა დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკვე ოფიციალურად: რუსეთი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის - პუტინმა დოკუმენტს ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით რუსეთი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბირთვული ცდების ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმება მოსკოვის სამართლებრივ პოზიციას ცვლის ცდების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის გამოცდას არ განაახლებს, თუ ამას ვაშინგტონი არ გააკეთებს.

პუტინმა რატიფიცირების გაუქმების მიზეზად აშშ-ის პოზიცია დაასახელა, რომელმაც 1996 წლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა და რუსეთის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.