ავტორი:

პოპულარული ინდოელი მსახიობი გარდაიცვალა - ის რვა თვის ორსული იყო, ექიმებმა ჩვილი გადაარჩინეს

პოპულარული ინდოელი მსახიობი გარდაიცვალა - ის რვა თვის ორსული იყო, ექიმებმა ჩვილი გადაარჩინეს

ცნობილი ინდოელი მსახიობი, პრია სანდუ, რომელიც რვა თვის ორსული იყო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტრაგედიის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

პოპულარული ინდოელი მსახიობი კლინიკაში რუტინული გამოკვლევისთვის 31 ოქტომბერს მივიდა. ექიმის კაბინეტში ტელევარსკვლავი ავად გახდა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათი განცხადებით, 35 წლის ქალს მოულოდნელად გული გაუჩერდა.

ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს, ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია. მომხდარის შესახებ ვარსკვლავის ახლო მეგობარმა საკუთარ ბლოგზე თაყვანისმცემლებისთვის განცხადება გაავრცელა.

"ბავშვი ინტენსიურ განყოფილებაშია", - წერს მსახიობი კიშორ სატია პირად ბლოგზე.

"როგორც ვიცი, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ აქვს. პრიას დედა მთელი დღებია ტირის, ვერ ეგუება ერთადერთი ქალიშვილის სიკვდილს. რატომ მოხდა ასეთი რამ? არავის ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. არ ვიცი, როგორ გადაიტანენ პრიას ქმარი და დედა ამ კოშმარს. დაე, ღმერთმა მათ ამის ძალა მისცეთ“.

პრია გარდა იმისა, რომ პოპულარული მსახიობი იყო, ასევე არამედ პროფესიით ექიმიც გახლდათ. ქალი ტირუვანანთაპურამში PRS ჰოსპიტალში მუშაობდა. პრიამ ორსულობის პერიოდში სამსახიობო კარიერაში პაუზა აიღო, მისი თქმით, დასვენება სურდა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები სამძიმარს უცხადებენ ექიმ პრიას ოჯახს.

"ბავშვი დაბადებისთანავე დედის გარეშე დარჩა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი!“, "რა უსამართლოა ეს სამყარო! პრია მშვენიერი ქალი იყო! რატომ წაიყვანა ღმერთმა?!“, "ვლოცულობთ მისი მშობლებისთვის და ბავშვისთვის. უფალი გააძლიერებს მათ და დაძლიონ მათი დიდი დანაკლისი“, - წერენ თაყვანისმცემლები.