ავტორი:

"ვაგნერმა“ შესაძლოა, "ჰეზბოლას“  საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს - რას წერს WSJ ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით

"ვაგნერმა“ შესაძლოა, "ჰეზბოლას“  საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს - რას წერს WSJ ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით

რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა“ შესაძლოა, რადიკალურ ლიბანურ დაჯგუფებას, "ჰეზბოლას“ გადასცეს საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S1. ამის შესახებ The World Street Journal აშშ-ის ოფიციალური პირებისა და დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ეს არის სისტემა, რომელიც იყენებს საზენიტო რაკეტებს და საჰაერო თავდაცვის იარაღს მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გასანადგურებლად.

გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ვაშინგტონს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ სისტემა უკვე გაეგზავნა "ჰეზბოლას“, მაგრამ თვალს ადევნებს დისკუსიებს, რომელიც "ვაგნერსა“ და "ჰეზბოლას“ შორის მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ გაგზავნა ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში, მიზანი ლიბანური დაჯგუფების შეჩერებაა.