ავტორი:

"პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება - ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არანაირ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - ერდოღანი

"პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება - ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არანაირ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - ერდოღანი

თურქეთი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებისთვის უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე მუშაობს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი კულტურა ჩაგრულთა პულსზე ხელის დადებას გვირჩევს. პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება, იბომბება საავადმყოფოები და სკოლები“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, სიტყვებით შეუძლებელია ღაზაში ჩადენილი სისასტიკის აღწერა.

"არ არსებობს შესატყვისი სიტყვა, რომელიც ამ სისასტიკეს აღწერს. 28 დღეა მიმდინარეობს დანაშაულის ჩადენა კაცობრიობის წინააღმდეგ. თურქეთმა დაიკავა პრინციპული პოზიცია, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არანაირ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ ახალ მექანიზმებზე, რათა უზრუნველვყოთ ყველას უსაფრთხოება. თურქული სამყაროს ერთობლივი ქმედებები ხელს შეუწყობს ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მშვიდობას“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.