ავტორი:

ლიკვიდირებულია "ჰამასის" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური - რა ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის თავდაცვა?

ლიკვიდირებულია "ჰამასის" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური - რა ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის თავდაცვა?

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, „ჰამასის“ საბრა-თელ ალ-ჰავას ბატალიონის მეთაურის, მუსტაფა დალულას ლიკვიდაცია განახორციელეს.

ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა გამანადგურებელი თვითმფრინავების, საბრძოლო ვერტმფრენებისა და არტილერიის გამოყენებით „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელა.

ასევე ღამით, ისრაელის საჰაერო ძალებმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე ობიექტს დაარტყეს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების პოზიციებზე და შენობებზე, რომლებსაც დაჯგუფების მებრძოლები ისრაელის სახმელეთო ძალებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების პოზიციებზე.