ავტორი:

ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს და ქვეყანაში დასაქმებულ პალესტინელებს ღაზაში აბრუნებს

ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს და ქვეყანაში დასაქმებულ პალესტინელებს ღაზაში აბრუნებს

ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს და ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელში სამუშაოდ იმყოფებიან, ანკლავში აბრუნებს, - ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

"ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს. აღარ იქნება პალესტინელი მუშები ღაზიდან. ის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყების დღეს ისრაელში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, ღაზაში დაბრუნდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, "ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმამდე, ღაზას დაახლოებით 18 000 მცხოვრებს უფლება ჰქონდა, ისრაელის ტერიტორიაზე შესულიყო და დასაქმებულიყო.