ავტორი:

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ - პრემიერი

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ - პრემიერი

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ,- აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასეთი პენსიონერების რაოდენობა დაახლოებით 400 ათასია.

„ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულებები არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. ეს არის დაახლოებით 400 ათასი პენსიონერი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს ხელფასები გავუზარდეთ და პენსიამ 500-ს ლარამდე უკვე აიწია - 2012 წელს 110 ლარი იყო და ახლა, 500 ლარამდე გახდა. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურას [აზარაშვილი] აქვს დაგეგმილი, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად, 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება. 2024 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.