ავტორი:

"რაც უფრო ნაკლები ნაგავი იქნება, უკეთესია, ნაკლები შანსია, რომ ბაღლინჯოები ჩვენამდე მოაღწევენ" - რას ამბობს პუტინი ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სანქციების ახალ პაკეტზე

"რაც უფრო ნაკლები ნაგავი იქნება, უკეთესია, ნაკლები შანსია, რომ ბაღლინჯოები ჩვენამდე მოაღწევენ" - რას ამბობს პუტინი ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სანქციების ახალ პაკეტზე

რუსეთი ევროკავშირის მიერ სანქციების მე-12 პაკეტის ამოქმედების წინაშე დგას, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვას ირონიით პასუხობს და ევროპის ზოგიერთ ქალაქში არსებულ ბაღლინჯოების პრობლემაზე მიუთითებს.

"ალბათ, რაც უფრო ნაკლები ნაგავი იქნება, მით უკეთესია, ნაკლები შანსია, რომ ბაღლინჯოები ჩვენამდე მოაღწევენ დიდი ევროპული ქალაქებიდან“, - აღნიშნა პუტინმა, რომლის კომენტარსაც რუსული სახელმწიფო სააგენტო, "ტასი" ავრცელებს.

  • ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც სავარაუდოდ, ქიმიკატებსა და ბრილიანტების ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბაღლინჯოებს, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში. მწერების შემოსევის პირველი შემთხვევა კინოთეატრებში დაფიქსირდა. ხალხი ვიდეოებსა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებდა და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.

ბაღლინჯოებს პოულობენ სახლებში, სასტუმროებში, მეტროებში, ჩქაროსნულ მატარებლებში და აეროპორტებში.