ავტორი:

არესტოვიჩის შურისძიება ზელენსკიზე - როგორ "ამწარებს" პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი?

არესტოვიჩის შურისძიება ზელენსკიზე - როგორ "ამწარებს" პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, რომელიც ზელენსკის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო და მის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ არესტოვიჩმა გამოცემა "ინტერფაქს-უკრაინასთან“ საუბრისას აღნიშნა.

“დიახ, ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ“, - უპასუხა არესტოვიჩმა ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოიქცევა, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმათა შესახებ მისი წინასაარჩევნო პროგრამაა.

"ამ პროგრამაზე სპეციალისტები მუშაობენ. წინასწარ დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. აზრებს, რჩევებს, კრიტიკას - მივესალმებით“, - დაწერა პოლიტიკოსმა.

როგორც ცნობილია, კანონმდებლობით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო, ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს არჩევნები არ ჩატარდეს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. არესტოვიჩის თქმით, იმისთვის რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, ქვეყანამ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კი არესტოვიჩის წინასაარჩევნო 14-პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია. გააგრძელეთ კითხვა