ავტორი:

რა დაემართა მარკ ცუკერბერგს - "ახლახან გამოვედი საოპერაციოდან. მადლობელი ვარ იმ ექიმების, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ"

რა დაემართა მარკ ცუკერბერგს - "ახლახან გამოვედი საოპერაციოდან. მადლობელი ვარ იმ ექიმების, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ"

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს მუხლის ტრავმის შედეგად ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

"ვარჯიშის შედეგად წინა ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე. ახლახან გამოვედი საოპერაციოდან. მადლობელი ვარ იმ ექიმების, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ. გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ველი, მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის", - დაწერა ცუკერბერგმა თავის Facebook-ზე.

Stanford Medicine-ის თანახმად, მყესის ოპერაციის რეაბილიტაციას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, სპორტსმენების უმეტესობა სრულ აქტივობას პროცედურის დასრულებიდან 9-დან 12 თვემდე უბრუნდება.

ცუკერბერგმა საბრძოლო ხელოვნების შესწავლა პანდემიის დროს დაიწყო. როგორც თავად აღნიშნავს, სპორტი სამსახურში არსებული გამოწვევების დროს ენერგეტიკული დონის ამაღლებაში ეხმარება.