ავტორი:

"ირაკლიმ მოხუცებული მამა წყალში მიატოვა..." - სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო, რომელიც რუსულ შოუში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგთან ერთად მონაწილეობს

"ირაკლიმ მოხუცებული მამა წყალში მიატოვა..." - სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო, რომელიც რუსულ შოუში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგთან ერთად მონაწილეობს

რუსეთში საერთაშორისო პროექტ "უკანასკნელი გმირის" საიუბილეო სეზონის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც პროექტში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგ ნიკოლოზ ქსნელაშვილთან ერთად მონაწილეობს. შოუს დაწყებისთანავე მომღერალი არაერთ სკანდალში გაეხვა. რუსული მედია წერს, რომ შოუში ჯერჯერობით ყველაზე მეტი ნეგატივი "ფაბრიკის" კურსდამთავრებულ ირაკლი ფირცხალავას მისამართითაა.

ამ სეზონის სლოგანია „ოჯახურად გადარჩენა“, შედეგად, ცნობილი სახეები და მათი ოჯახის წევრები ტაილანდის კუნძულზე შეიკრიბნენ. ირაკლი ფირცხალავამ ჯერ კიდევ შოუს დასაწყისში გააოცა ყველა, როდესაც მოხუცებული მამა წყალში მიატოვა, თვითონ კი ჩქარობდა კუნძულამდე მისვლას.

მოგვიანებით კი ფირცხალავამ მონაწილეებს - ქართული წარმოშობის ცნობილ რუს ბლოგერ ვიოლეტა ჩიქოვანსა და მის დედას შეუტია. „კონკურსი უნდა მოვიგოთ, მაგრამ გვყავს ასი წლის არაადეკვატური ქალი, რომელიც კამერასთან იტყუება და ცეკვავს. ეს კატასტროფაა.“ - განაცხადა ჩიქოვანის დედაზე ფირცხალავამ.

ამ სიტყვებმა, რა თქმა უნდა, გაანაწყენა ვიოლეტა ჩიქოვანი, "რაზე ლაპარაკობ? რას ამბობ? რა ასი წლის, ტვინი გაქვს? არ გრცხვენია? ქართველი ხარ თუ არა? მამაჩემი ქართველია, როგორ შეიძლება ასე მოიქცე?" - იყვირა განაწყენებულმა ბლოგერმა და ემოციებისგან ატირდა.

მომღერლის საქციელით გაოცებული დარჩა შოუს წამყვანი ქსენია ბოროდინაც კი, რომელმაც განაცხადა, რომ ეგონა აქამდე ცხოვრებაში ყველაფერი ენახა. "'ირაკლი, შენს წინ ზრდასრული ქალი ზის, შენ კი... ვიოლეტა, არსად არ უნდა წახვიდე. არ მიატოვო დედა,“ - გაოგნებული იყო ტელეწამყვანი.

"ფაქტია, რომ კუნძულზე ირაკლი ფირცხალავას საქციელმა ბევრი კითხვა გააჩინა. პროექტი ამჯერად ოჯახურია, მუსიკოსმა ტაილანდში წაიყვანა საქართველოში ცნობილი გინეკოლოგი, 67 წლის მამა ნიკოლოზ ქსნელაშვილი. მაგრამ რატომღაც შოუს დაწყებისას ხანდაზმული მამა ბედის ანაბარა მიატოვა, მაშინ როდესაც თავად ჩქარობდა, რაც შეიძლება მალე მიეღწია კუნძულამდე", -წერს რუსული მედია.

ირაკლი ფირცხალავას მამა ნიკოლოზ ქსნელაშვილი

"ნახე მამა, რომელიც იხრჩობოდა? ჩვენ მას ხელით ვატარებდით. ეს არ არის ნორმალური! ჩემმა ქალიშვილმა გაცურა, რომ მამაშენს დახმარებოდა“ - უთხრა მოგვიანებით ერთ-ერთმა მონაწილე ფატიმა ხადუევამ მომღერალს.

მომღერლის მამას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც გაირკვა, ფირცხალავას აჩქარებისთვის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა - მან ჩათვალა, რომ ნაპირზე თუ პირველი მივიდოდა, ტომის ბელადი გახდებოდა, ან რაიმე სახის პრემიას მიიღებდა. „მოტივირებული ვიყავი, რომ სწრაფად გამეცურა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემს უკან. მათ დამამშვიდეს და მითხრეს: „ყველაფერი კარგადაა“, - განმარტავს 46 წლის ვარსკვლავი.

კადრებში რეალურად ჩანს, რომ მუსიკოსი მამას ურეკავს და ეკითხება, ყველაფერი კარგად იყო თუ არა. სხვა მონაწილეები არწმუნებენ: „დიახ, ის ცურავს”.

თუმცა ხადუევამ მუსიკოსის საქციელი სხვანაირად აღიქვა და აღშფოთება ვერ დამალა. „ირაკლიმ მშვენივრად იცის, რამდენი წლისაა მამამისი. დიახ, ის შეიძლება კარგი მოცურავეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მასზე ზრუნვა შვილის მოვალეობაა,“ - ამბობს ქალი.