ავტორი:

პირველი ამერიკული უპილოტო საფრენი ღაზაში - რა ვიცით MQ-9 Reaper-ზე, რომელსაც მძევლების მოსაძებნად იყენებენ

პირველი ამერიკული უპილოტო საფრენი ღაზაში - რა ვიცით MQ-9 Reaper-ზე, რომელსაც მძევლების მოსაძებნად იყენებენ

ღაზაში ამერიკული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს - რა უნდა იცოდეთ General Atomics MQ-9 Reaper-ის შესახებ.

ღაზას ტერიტორიაზე MQ-9 Reaper-ის უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს - ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს. მათივე თქმით, ეს თვითმფრინავები მძევლების ძებნის პროცესში გამოიყენებიან.

  • რა არის General Atomics MQ-9 Reaper-ი?

General Atomics MQ-9 Reaper-ი ამერიკული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია. იგი აღჭურვილია ტურბოპროპის ძრავით - ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 15 მ-მდეა, მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 400 საათი.

მთავარი ეკიპაჟის შემადგენლობაში შედის ოპერატორი, რომელიც მართავს აპარატს და მისი თანაშემწე, რომელიც პასუხისმგებელია სენსორებთან მუშაობასა და იარაღის დამიზნებაზე.

  • რა ფუნქცია აქვს MQ-9 Reaper-ს?

MQ-9 Reaper-ის მთავარი ფუნქცია დაზვერვაა. ამერიკელები მას ასევე იყენებენ კოლონებისა და შეტევითი ოპერაციების მონიტორინგისთვის, მარშრუტების გასუფთავებისთვის და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის. General Atomics-ის ინფორმაციით, თავდასხმის შემთხვევაში MQ-9-ის თავდაცვის ფუნქციაც გააჩნია, რომელიც საფრთხის აღმოჩენის და სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევს.

MQ-9-ს ასევე ფლობენ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, NASA, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის საჰაერო ძალები.

  • რას აკეთებდა ღაზაში?

ოფიციალური პირების ინფორმაციით, MQ-9 -ს აშშ ღაზაში მძევლების მოსაძებნად იყენებს. (შეგახსენებთ, რომ ღაზაში დატყვევებულ ადამიანებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.)

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი იქნა გამოყენებული და მათი ფრენის ბილიკები ფოკუსირებულია სამხრეთ ღაზაზე. ავიაციის მკვლევარის, ამელია სმიტის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატები რაზის ტერიტორიაზე, დაახლოებით 25,000 ფუტის სიმაღლეზე, სამი საათის განმავლობაში დაფრინავდნენ.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს ამერიკული თვითმფრინავების ღაზის ტერიტორიაზე გამოჩენის პირველი შემთხვევაა.