ავტორი:

"ვის ვალაპარაკებდი  ხელისუფლებაში რომ ვიყო, ყველა პუნქტს შევასრულებდი კი არა, ახლა, კარებზე გვექნებოდა ატეხილი ბრახა-ბრუხი" - ვაშაძე კანდიდატის სტატუსზე

"ვის ვალაპარაკებდი  ხელისუფლებაში რომ ვიყო, ყველა პუნქტს შევასრულებდი კი არა, ახლა, კარებზე გვექნებოდა ატეხილი ბრახა-ბრუხი" - ვაშაძე კანდიდატის სტატუსზე

ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, არის ის, რომ იქნებ, ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი - „ქართული ოცნება“ არის ტლაპოში გაჭედილი ვირივით და მთელი საქართველო ვაწვებით, რომ რამენაირად ამ ტალახიდან ერთი ნაბიჯი გადავადგმევინოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კანდიდატი სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ვაშაძის განმარტებით, ძალიან მძიმეა კონკრეტულ მოლოდინებზე საუბარი. მისი თქმით, რამდენიმე დღე დარჩა პირველი დასკვნისთვის, სადაც ევროკომისიის პოზიცია გახდება ცნობილი, საბოლოო გადაწყვეტილება კი, დეკემბერშია.

„მე ძალიან კარგად ვხედავ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილს გახდნენ ევროკავშირის წევრი. ძალიან კარგად ხედავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი კავშირი არ აქვს ამ სურვილთან. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. ახლა რომ გითხრათ, ამ ერთ დღეში კიდევ რამე კანონის მიღებაა შესაძლებელი, მოგატყუებთ. ვნახოთ, 8 ნოემბერს დაველოდოთ, შემდგომ 15 დეკემბერს. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, არის ის, რომ იქნებ, ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ამოცანა იყოს რუსული სისტემისგან ქვეყნის გათავისუფლება და ევროკავშირის მიმართულებით მკაფიოდ შემობრუნება.

პროცესს აზიანებენ ბერაიები, კობახიძეები, ალუდები, ღარიბაშვილები. ამოიღეთ მათი განცხადებები. კახა კალაძის მთავარი განცხადდება რა იყო? თუ არ მოგცემენ და თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსიო. რა იყო კობახიძის განცხადება? რომ ჩალის ფასი აქვს. გარდა იმისა, რომ კანონები არ მიიღეს, რომელიც უნდა მიეღოთ.

ჩვენ მთავარი პირობა ხომ მივიღეთ ევროპელი პარტნიორებისგან, ხომ მივაღწიეთ იმას, რომ უარს საქართველო არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს. დანარჩენი, როგორი იქნება მოხსენებული ამ გადაწყვეტილებაში, ამას ვნახავთ“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსს, საქართველო, ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომელიც აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე „ქართული ოცნება“. ვაშაძის განმარტებით, ეს რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია, მკაფიოდ ჩანს დასავლელი პარტნიორების თვალთახედვიდან.

„რუსებთან დაკავშირებული, ფარცხალაძის მცველები არაფერს იმსახურებენ ციხის გარდა, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ ანტისახელმწიფოებრივ ჯაშუშურ ქმედებაში მხილებულ ადამიანს თავიდან ბოლომდე გადაეფარა მთელი „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, წლინახევრის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან საბოტაჟს ჰქონდა ადგილი, მათ შორის დაკავებებს და ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმებს.

„ვის ვალაპარაკებდი ხელისუფლებაში რომ ვიყო, ყველა პუნქტს შევასრულებდი კი არა, ახლა, კარებზე გვექნებოდა ატეხილი ბრახა-ბრუხი, რომ ყველაფერი გვაქვს დროზე მოგვეცით, კიდევ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარტო კანდიდატის სტატუსი კი არა, დავეწიეთ უკრაინასა და მოლდოვას და გაწევრიანების მოლაპარაკებები დავიწყოთ“-აცხადებს ვაშაძე.