ავტორი:

"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე

"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე
  • მთავარი ფოტო: ნანო თენოშვილი

ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და მორაგბე დავით კაჭარავა სულ მალე პატარას ელოდებიან. ინფორმაციას და ორსული ქეთის ექსკლუზიურ ფოტოს ჟურნალი OK ავრცელებს. მისი თქმით, ორსულობის დადგომამდე მკურნალობაც კი დასჭირდა.

- შვილზე ოცნებობდით, სანამ გეყოლებოდათ?

- რა თქმა უნდა, თუმცა პირველ ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია. დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ.

- ანასტასია როგორ ელოდება ოჯახის ახალ წევრს?

- უხარია, ერთი სული აქვს, უყიდოს ტანსაცმელი. ორივე, ანასტასია და ნიკოლოზი მოუთმენლად ელიან პატარას...ინტერვიუ წაიკითხეთ სრულად, დაათვალიერეთ ფოტოები

  • როგორც ცნობილია, ქეთი ხატიაშვილი ბოლო წლებია, პარლამენტში დიდი რაგბიდან წასულ დავით კაჭარავას გვერდით ჩნდება. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, თუმცა ბევრს მოგზაურობს, უქმეებს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ...

წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ. 2007 წელს დავით კაჭარავამ ანკა დუნდუაზე იქორწინა. წყვილი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო საერთო შვილი ნიკოლოზიც... ანკა დუნდუა დღეს ცნობილი ინფლუენსერი და პილატესის სერთიფიცირებული ინსტრუქტორია.