ავტორი:

ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა, მას მანქანაში ბავშვი ჰყავს -  რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა, მას მანქანაში ბავშვი ჰყავს -  რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეიარაღებულმა მამაკაცმა, გვიან ღამით, ავტომობილით გადაკვეთა უსაფრთხოების ბარიერი და თვითმფრინავის ასაფრენ ზოლზე შეიჭრა.

პოლიციის ცნობით, ავტომობილში სულ მცირე ორი ადამიანია, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

აერპორტი ამ დრომდე დახურული რჩება.

სავარაუდოდ, შეიარაღებული მამაკაცი 35-ის, ხოლო ბავშვი 4 წლისაა. ის დამცავი ჯებირის გავლით ასაფრენ ბილიკზე შევიდა და მანქანა თვითმფრინავის ქვეშ გააჩერა.

ჰამბურგის პოლიციის ბოლო ცნობების მიხედით, ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და აეროპორტი ამ დრომდე დახურულია.

"ჩვენი მომლაპარაკებლები კონტაქტზე არიან მანქანაში მყოფ პირებთან”, - აცხადებენ სამართალდამცველები.

აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, შეამოწმონ თავიანთი ავიარეისის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიას ან ტუროპერატორს.

"პოლიცია ითხოვს, რომ მგზავრები, ამ დროისთვის, აეროპორტში არ მივიდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულ მამაკაცს 4 წლის გოგონა მძევლად ჰყავდა აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მამაკაცის შვილია და საქმე მასა და ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.