ავტორი:

რუსეთში სკანდალებით ცნობილი ქართული წარმომავლობის ბლოგერი - დაპირისპირება მამასთან და ფოტოები თბილისიდან - ვინ არის რუსული შოუების ვარსკვლავი ვიოლეტა ჩიქოვანი

რუსეთში სკანდალებით ცნობილი ქართული წარმომავლობის ბლოგერი - დაპირისპირება მამასთან და ფოტოები თბილისიდან - ვინ არის რუსული შოუების ვარსკვლავი ვიოლეტა ჩიქოვანი

საერთაშორისო პროექტ "უკანასკნელი გმირის" საიუბილეო სეზონში, რუსეთში ორი ქართველი მშობლებთან ერთად მონაწილეობს. ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც პროექტში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგ ნიკოლოზ ქსნელაშვილთან ერთად თამაშობს (ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა დედის გვარზეა. რედ.), მეორე კი, მამით ქართველი, ცნობილი ბლოგერი ვიოლეტა ჩიქოვანია, რომელიც შოუში დედასთან ერთადაა.

შოუში ირაკლისა და ვიოლეტას შორის კონფლიქტი მოხდა. ფირცხალავამ ბლოგერის დედას ასი წლის ქალი უწოდა. ამ დროს ვიოლეტამ ირაკლის ქართული წარმომავლობა შეახსენა და სთხოვა, ამისთვის მაინც ეცა პატივი.

  • ვინ არის ქართული წარმომავლობის, რუსეთში პოპულარული ბლოგერი, ვიოლეტა ჩიქოვანი. ვეცადეთ, ქალის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოგვეძიებინა.

ვიოლეტას რუსეთში იცნობენ როგორც მიზანდასახულ და შემოქმედებით ადამიანს, რომელსაც წარმატების მიღწევაში სოციალური ქსელები დაეხმარა.

"ის ცნობილი გახდა სკანდალური ვიდეოებით სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმიდან, დღეს კი სატელევიზიო შოუებს შტურმით იღებს", - წერს რუსული მედია.

ბავშვობა და ადრეული წლები

ვიოლეტა ჩიქოვანი 1994 წლის 17 აპრილს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დაიბადა. ის ოჯახში მეორე გოგონაა, მამა ქართველი სამხედრო, დედა კი ნახევრად იტალიელი რუსი გახლდათ. მოგვიანებით ოჯახში კიდევ ერთი გოგონა დაიბადა, ქართველი სამხედრო, რუსეთში სამ ქალიშვილს მკაცრად ზრდიდა.

ვიოლეტა პოპულარობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლების სურვილის შესაბამისად, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ ჟურნალისტიკის სწავლა დაიწყო, თუმცა დიპლომი არ აუღია, რადგან სადაც სწავლობდა, ის უნივერსიტეტი დაიხურა.

22 წლის ასაკში საცხოვრებლად და ოცნებების ასასრულებლად მოსკოვში გადავიდა. გოგონას მშობლებს შორის არსებული კონფლიქტისგან თავის დაღწევა სურდა. მამა თავდაპირველად ქალიშვილთან ერთად წავიდა რუსეთის დედაქალაქში, მაგრამ მოგვიანებით ვიოლეტა მარტო დარჩა - მშობლები განქორწინდნენ და მამა "სხვა ქალთან წავიდა".

ჩიქოვანი წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ დედაქალაქში შეემჩნიათ. დადიოდა ქასთინგებზე, მაგრამ ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ. ბევრი უარის შემდეგ, გადაწყვიტა ბლოგერობა ეცადა და "ინსტაგრამზე" საკუთარი ბლოგი შექმნა. ვიოლეტას პირველი ანგარიში მალევე დაბლოკეს. მისი აზრით, მიზეზი პოლიციის განყოფილების წინ გადაღებული ვიდეო გახდა. ამის გამო, ბლოგერს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაც მოუწია.

მეორე ინსტაგრამ ანგარიში უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ქალმა დაიწყო პროვოკაციული ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება - ის ხუმრობდა ცნობილ ადამიანებზე, აკეთებდა მათ პაროდიებს.

პანდემია მისი საქმიანობისთვის იდეალური აღმოჩნდა. "ინსტადივამ" მანქანაზე გამობმული ლეიბით ქალაქი შემოიარა. მან ასევე გააოცა საზოგადოება, როდესაც გამოაცხადა, რომ თითქოს წარბი გადაინერგა და ამისთვის თმა კეფიდან აიღო.

  • შოუ "შეიყვარე თუ შეგიძლია"

2022 წლის შემოდგომაზე ვიოლეტა მიიწვიეს პროექტში - "შეიყვარე თუ შეგიძლია". შოუში, მონაწილეებს მოკლე დროში უნდა ეპოვათ სულიერი მეგობარი. ამ დროს მას პროექტის მიღმა შეყვარებული უკვე ჰყავდა.

თამაშის პირველივე დღეს მისი რჩეული რუსლან პეგოვი გახდა. თუმცა მეორე დღეს გოგონა რომანტიკულ პაემანზე ფრანგ ფაბიენ სტრაკთან წავიდა, რომელმაც მას დაქორწინება შესთავაზა. წყვილი მალე დაშორდა, რადგან ვიოლეტა თვლიდა, რომ ფრანგი სიურპრიზებით არ ანებივრებდა და მალე მის გვერდით ედუარდ ჩეჩერინი გამოჩნდა. პროექტის დასასრულს კი კოლეგა ბლოგერზე კოლია სერდიუკოვზე იყო შეყვარებული. თუმცა მოგვიანებით მამაკაცმა აღიარა, რომ ვიოლეტა მასში ემოციებს ვერ აღძრავდა და ჩიქოვანი პროექტს გამოეთიშა.

პირადი ცხოვრება

2020 წელს ჩიქოვანის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც რომან გრიცენკოსთან რომანზე გამოაცხადა, თუმცა ეს ურთიერთობაც არ შედგა. 2022 წლის გაზაფხულზე მედია წერდა ბლოგერის შესაძლო ქორწინების შესახებ ვოლგოგრადის გუნდის "როტორის" მოთამაშე მაქსიმ ვინოგრადოვთან. ფეხბურთელმა ქალს ხელი საჯაროდ, სტადიონზე სთხოვა, რაზეც ჩიქოვანი დათანხდა და ბეჭედიც მიიღო. მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ცოლობაზე "შოკის გამო დათანახმდა"..

"ინსტაგრამზე" სამი კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტში ვიოლეტას მონიშნული აქვს, რომ თბილისში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მამის სამშობლოსთან კავშირი არ დაუკაგრავს, თუმცა თითქმის არ საუბრობს მამაზე.

მხოლოდ ერთხელ თქვა ინტერვიუში, რომ მისთვის მშობლების დაშორება "შოკისმომგვრელი იყო".