ავტორი:

"მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და შესაძლებლობაზე - მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე" - სააკაშვილი

"მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და შესაძლებლობაზე - მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე" - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიაზე "მაღალი წარმოდგენისაა".

სააკაშვილი საკუთარ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ ის საუბრობდა პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე.

"იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.

უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას",- წერს სააკაშვილი.