ავტორი:

"გოგო წაიყვანეს თავშესაფარში, იმიტომ, რომ ამბობდა, მე სახლში არ მივალო... მიყვარსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ქარელში 12 წლის გოგოს გატაცების თაობაზე

"გოგო წაიყვანეს თავშესაფარში, იმიტომ, რომ ამბობდა, მე სახლში არ მივალო... მიყვარსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ქარელში 12 წლის გოგოს გატაცების თაობაზე

ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგონა, რომლის მოტაცების ბრალდებით 22 წლის ბიჭია დაკავებული, თავშესაფარში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, 12 წლის გოგოს სახლში დაბრუნება არ სურდა და აცხადებდა, რომ ბიჭი უყვარდა.

"გოგო წაიყვანეს თავშესაფარში, იმიტომ, რომ იძახდა, მე სახლში არ მივალო... მიყვარსო. ეს გოგო ამბობდა, 15 წლის ვარო...ბიჭიც მოუტყუებია, ამ დროს 12 წლის ყოფილა“,- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მათივე ინფორმაციით, "ბავშვი თვითონ გაჰყვა მამაკაცს“.

"ამას არც მოუტაცებია, არც ძალადობაა. დაურეკა ბავშვს, წავიდა და მოიყვანა“,- აღნიშნავენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების და მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 1 პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.

ასევე იხილეთ: