ავტორი:

გაქცეული პატიმრის ძმას, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გაქცეული პატიმრის ძმას, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებული ავთანდილ თათარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ბრალდების მხარე ავთანდილ თათარაშვილისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარემ კი 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

ცნობისთვის, "ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე, 3 პირი: საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ბადრაგი და ერთ-ერთი პატიმრის ძმა.