ავტორი:

ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა - Reuters

ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა - Reuters

ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მომავალი წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას 2030 წლამდე შეძლებს.

პუტინი, რომელსაც პრეზიდენტობა ბორის ელცინმა 1999 წლის ბოლო დღეს გადასცა, რუსეთის მმართველის თანამდებობას, იოსებ სტალინის შემდეგ, რუსეთის ნებისმიერ სხვა ლიდერზე მეტხანს იკავებს.

ცნობისთვის, პუტინი მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს 71 წლის გახდა.