ავტორი:

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ"

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი - დააკავეს.

"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთი მოქალაქე კი უკანონოდ დააკავეს". - წერია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.

  • Ambebi.ge-ს ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად მოკლულია 60 წელს გადაცილებული თამაზ გინტური.

დგილობრივების თქმით, გატაცებულია კირბალის მკვიდრი ლევან დოთიაშვილი. ისინი ვარაუდობენ, რომ არის კიდევ ერთი გატაცებული, მამაკაცი ამ დრომდე არ ჩანს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

კირბალელების ვერსიით, ეს ადამიანები ეკლესიაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩასაფრება მოუწყვეს, შემდეგ დაედევნენ და გაჩერება უბრძანეს. ქართველი მამაკაცები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც გვეუბნებიან, ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, სროლის შედეგად ერთი სასიკვდილოდ დაიჭრა.

სოფელ კირბალის შესასვლელს ამჟამად პოლიცია აკონტროლებს და სოფელში შესვლა-გადაადგილება აკრძალულია.

არსებული ინფრომაციით, მოკლული თამაზ გინტური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.