ავტორი:

"გარდაიცვალა საზღვარგარეთ..." "რა სიტყვები უნდა მოვძებნო ამ ტკივილის გამოსახატად?!" - გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ზვიად აბაშიძე

"გარდაიცვალა საზღვარგარეთ..." "რა სიტყვები უნდა მოვძებნო ამ ტკივილის გამოსახატად?!" - გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ზვიად აბაშიძე

გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი და მსახიობი ზვიად აბაშიძე. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.

"არ ვიცი aხლა რა უნდა დავწერო? რა სიტყვები უნდა მოვძებნო იმ ტკივილის გამოსახატად ეხლა რასაც ვგრძნობ? ჩვენი ყველას ძმა აღარ არის:შეხვედრამდე ჩემო გულიანო ძმაო", - წერს მსახიობი გოგა მესხი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი: "ძალიან ჩამწყდა გული ზვიად"

მამუკა ლომაშვილი: "რა კაცი წავიდა. ნათელში იყავი... ძალიან ცუდი ამბავია".

გიორგი ბუშელაშვილი: "ყოველთვის მემახსოვრები, ზვიად, გენაცვალე ძმაო. მოვა დრო და ისევ ერთად ვიქნებით. მოკლედ, ინტერესი დიდია, ყველას ვერ გწერთ. გარდაიცვალა საზღვარგარეთ. დავწერ როცა ჩამოასვენებენ...".

მომღერლის გარდაცვალების მიზეზებზე დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.