ავტორი:

უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე ნაჩუქარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე ნაჩუქარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მაიორმა გენადი ჩასტიაკოვმა ნაჩუქარი ხელყუმბარის რგოლი ამოაძრო, რამაც ტრაგიკული აფეთქება გამოიწვია.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ტრაგედიის პირველი გარემოებების გარკვევა. დღეს გარდაცვლილ მაიორ ჩასტიაკოვს დაბადების დღე ჰქონდა. სამსახურიდან სახლში კოლეგების საჩუქრებით დაბრუნდა. მან ამოიღო ყუთი, რომელშიც ყუმბარები იყო და შვილს საბრძოლო მასალას ათვალიერებინებდა. ვაჟმა ხელყუმბარა ხელში აიღო და დაიწყო რგოლის ტრიალი, სამხედრო მოსამსახურემ ბავშვს ხელყუმბარა გამოართვა და რგოლი ამოაძრო, რამაც ტრაგიკული აფეთქება გამოიწვია“, - აღნიშნა კლიმენკომ.

მინისტრის თქმით, პოლიციამ იპოვა ჩასტიაკოვის კოლეგა, რომელმაც საბედისწერო საჩუქარი გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ოფისი უკვე გაჩხრიკეს და კიდევ ორი ​​მსგავსი ხელყუმბარა ამოიღეს. მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.