ფონიჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 19 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა გზის გადაკვეთას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE -ს განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის ორი მუხლით: 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და 128-ე (განსაცდელში მიტოვება).