ავტორი:

18 ნოემბერს, Spacehall - ში შვეიცარული სცენის ყველაზე პოპულარული დუო ADRIATIQUE დაუკრავს

18 ნოემბერს, Spacehall - ში შვეიცარული სცენის ყველაზე პოპულარული დუო ADRIATIQUE დაუკრავს

Molecule Event Company ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მუდმივად ანებივრებს გამორჩეული ღონისძიებებით და საღამოებით.

მათი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: Black Coffee, Agoria, Clapton, WhoMadeWho, kollektiv turmstrasse და სხვა.

ამჯერად, 18 ნოემბერს, Spacehall - ში, შვეიცარული სცენის ყველაზე პოპულარული დუო ADRIATIQUE დაუკრავს.

ღონისძიებაზე ასევე დაუკრავენ ქართული სცენის გამორჩეული არტისტები: 𝑻𝒂𝒅𝒆 | 𝑬𝒏𝒅𝒐𝒓𝒑𝒉𝒊𝒏𝒔

Adriatique - Adrian Shala და Adrian Schqeizer-ის მიერ კოლაბორაციით შექმნილი დუოა. ისინი ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. ისინი მსოფლიოს ყველაზე დიდი ფესტივალების ჰედლაინერები და Afterlife - ის წევრები არიან. მათი პერფორმანსები დახვეწილი, გრძელი და მედიტაციური ხასიათისაა, რაც მსმენელს განსაკუთრებით იზიდავს. მათი შემოქმედება ძირითადად მელოდიური Techno და House ჟღერადობაზეა ორიენტირებული.

Molecule Event Company-ის გუნდი აქტიურად არის ჩართული მზადების პროცესში და მსმენელს განსაკუთრებულ საღამოს პირდება, როგორც მუსიკალურად, ასევე ვიზუალურად.

ასე,რომ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გირჩევთ ჩაინიშნოთ თარიღი და ისიამოვნეთ.

მეტი ინფორმაცია: 995 599 550 203

ბილეთების შეძენას შეძლებთ: http://tkt.ge/AdriatiqueAtSpacehall

https://m.soundcloud.com/adriatique

https://youtu.be/w4LRUBFy3pc?si=tUxv-go-swcVuy8P

https://youtu.be/XkVC62yzxlg?si=Mm9W1iXG0fx71FAR

R