ავტორი:

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევას ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევას ატარებს

ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს.

"შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.