ავტორი:

ზუგდიდში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა - როგორია მისი მდგომარეობა?

ზუგდიდში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა - როგორია მისი მდგომარეობა?

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

ადგილობრივის ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.