ავტორი:

"ლომისა შენს ძალას ვენაცვალე... რაზე ჩაკეტეს ეს კარი" - საოკუპაციო ძალების მედია თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის კადრებს ავრცელებს

"ლომისა შენს ძალას ვენაცვალე... რაზე ჩაკეტეს ეს კარი" - საოკუპაციო ძალების მედია თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის კადრებს ავრცელებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტელერადიოკომპანია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორც ცდილობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი ლომისის ტაძარში შესვლას.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გინტური და დოთიაშვილი ეკლესიაში შესვლას ახერხებენ, რის შემდეგაც ვიდეო აღარ გრძელდება.

"ლომისა შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედაც... რაზე ჩაკეტეს ეს კარი" - ამბობს ვიდეოში გინტური.

თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

გინტურის ოჯახმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. გივი გინტურის ინფორმაციით, მის ძმას ზურგში 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. მისივე თქმით, თამაზ გინტური 2008 წლის ომში მონაწილეობდა და აქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ ოკუპანტების მას ეძებდნენ. გივი გინტური ამბობს, რომ მისი ძმა წოდებით მაიორი იყო.

"არ ვიყავი სოფელში, როგორც გადმომცეს, ჩემი ძმა ჩემი მშობლების საფლავზე, დაანთო სანთელი. იქიდან წამოსვლისას ლომისის ეკლესიაში ავიდა, სამჯერ შემოუარა, დაანთო სანთლები, რომ წამოვიდა მანქანით უკნიდან დაცხრილეს, ეს არის ჩემი ინფორმაცია. ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი, რომ ჩამოიყვანეს უკვე დაღუპული იყო.

2008 წლის ომში მონაწილეობდა, წოდებით მაოირი იყო და როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც" - ამბობს გივი გინტური.

წაიკითხეთ ასევე: