"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, გია ვოლსკისთან დაკავშირებით:
"რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის.. გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის !!Giorgi Volski ჩემი დიდი პატივისცემა შენ" - წერს წილოსანი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დღეს გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის ამბავი რიგ პოლიტიკოსებს და მათ შორის პრეზიდენტს გაუხარდათ.
"ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის!" - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.