ავტორი:

"ჯარისკაცების სახლში დაბრუნების დროა“ - რუსეთში ქალებმა, სამხედროების სახლში დაბრუნების მოთხოვნით, აქცია გამართეს

"ჯარისკაცების სახლში დაბრუნების დროა“ - რუსეთში ქალებმა, სამხედროების სახლში დაბრუნების მოთხოვნით, აქცია გამართეს

"ჯარისკაცების სახლში დაბრუნების დროა“, "არა განუსაზღვრელი ვადით მობილიზაციას“ - ამ ლოზუნგებით მობილიზებული რუსი სამხედროების ოჯახის წევრებმა მოსკოვის ცენტრში აქცია გამართეს.

ქალაქში 20 ქალი შეიკრიბა და ისინი ჯარისკაცების სახლში დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ქალებს პოლიციამ ალყა შემოარტყა, თუმცა საქმე დაკავებამდე არ მისულა.

შედეგად, აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს წერილობითი მოთხოვნები წარუდგინეს - კერძოდ, ისინი გასული შემოდგომიდან საბრძოლო ზონაში მყოფი ახლობლების, ოჯახის წევრებისა და ნათესავების დაბრუნებას ითხოვენ.

დეპუტატების განცხადებით, თხოვნას ერთ თვეში უპასუხებენ.